სასაზღვრო პოლიცია

შსს-მ საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობისთვის ბანგლადეშის 2 და თურქეთის 3 მოქალაქე დააკავა

სასაზღვრო პოლიციამ ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისთვის  ბანგლადეშის – 2 და თურქეთის – 3 მოქალაქე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს და თავისუფლების აღკვეთას 4-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "ვალე"-ს დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბანგლადეშის რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1996 წელს დაბადებული მ.ტ. და 1982 წელს დაბადებული მ.ა. ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები:1982 წელს დაბადებული მ.ა, 1977 წელს დაბადებული ე.გ და 1982 წელს დაბადებული ფ.ჩ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ". - ვკითხულობთ განცხადებაში

კომენტარები