რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ რუსეთს $71 მილიონის ღირებულების აქტივები ჩამოართვა

REUTERS/Dado Ruvic/Illustration

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კიევმა მოსკოვს 2.1 მილიარდი გრივნას ($71 მილიონი) ღირებულების აქტივები ჩამოართვა, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Rosneft-ს, ბუნებრივი აირის მწარმოებელ გაზპრომსა და ბირთვული ენერგიის კორპორაცია Rosatom-ეკუთვნოდათ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინაში შეჭრის მოსამზადებლად და დივერსიული და სადაზვერვო საქმიანობის დასაფინანსებლად გამოიყენა. 

გასულ თვეში, უკრაინამ 31 მილიარდი გრივნის ღირებულების აქტივები ომის თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილ რუს ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს ჩამოართვა. ასევე, დააყადაღა ნავთობკომპანია Tatneft-ი და რუსი მილიარდერი, მიხაილ ფრიდმანი.

კომენტარები