რუსულმა სამხედრო ძალებმა დონეცკში კორპუსი დაბომბეს. შენობის ნანგრევებში, სულ მცირე, 30 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის 9 წლის ბავშვიც. ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ავრცელებს.
დაბომბვის ადგილას მაშველები მუშაობენ. მათ ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს 6 დაღუპულის ცხედარი და 5 დაშავებული.
განახლება: კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.
"რუსეთის მიერ წუხელ დაბომბილი 5-სართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ, სულ მცირე, სამი ათეული ადამიანია. კორპუსის ორი შესასვლელი მთლიანად განადგურებულია. ადგილზე მაშველები მუშაობენ. ადგილობრივების თქმით, იქ, სავარაუდოდ, 34 ადამიანია, მათ შორისაა 9 წლის ბავშვიც". – წერს კირილენკო ტელეგრამზე.