პატიმრის თვითმკვლელობა

საგამოძიებო სამსახური: გლდანის ციხეში პატიმარმა თავი მოიკლა, დაწყებულია გამოძიება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარმა თავი მოიკლა. გამოძიება პენიტენციური სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან  სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე დაიწყო.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები