თავდასხმა ვატო წერეთელზე

წერეთელი: ოხანაშვილს გადავუჩურჩულე, ლაშქარავას სიკვდილი თქვენს კისერზე არის-მეთქი

ლექსო ლაშქარავას თემა იყო ის ყურში გადაჩურჩულება ანრი ოხანაშვილის მიმართ. მე მივეცი დღეს [ჩვენება] ანრი ოხანაშვილი ვნახე, მოდიოდა ლექსო ლაშქარავას წლისთავი და ჩვენ ამაზე სულ ვლაპარაკობთ, დღე არ გადის. მე ვუთხარი, ლექსო ლაშქარავას სიკვდილი თვენს კისერზე ჰკიდია-მეთქი. არ შეგრჩებათ ეს არ მითქვამს, თქვენს კისერზე არის ლექსო ლაშქარავას სიკვდილი-მეთქი და მართლა, ამ ახალგზრდა ბიჭის, ძალიან მაგარი ბიჭის სიკვდილი რომელიც ამ ქვეყნის თავისუფლების სიმბოლოდ იქცევა და იქცა, მართლა არის ირაკლი ღარიბაშვილის და პარლამენტის კისერზე. 

ამბობს ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი. ვატო წერეთლის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა.  აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მათთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ და ინფორმაციას სწავლობენ. თავად ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი TV პირველის დამფუძნებელს "უბინძურეს პროვოკაციაში" ადანაშაულებს.

კომენტარები