რიგგარეშე არჩევნები

ჯაფარიძე გეგმაზე: 3 კომპონენტი აქვს – ხალხის რაოდენობა, პროტესტის იდეები და რესურსები

ფოტო: ფორმულა

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, პარტიის სამოქმედო გეგმის სამი შემადგენელი კომპონენტი ხალხი რაოდენობა, პროტესტის იდეები და რესურსები იქნება, მათ შორის ფინანსური.

ჯაფარიძემ ამის შესახებ ტელეკომპანია პირველის ეთერში ილაპარაკა. ოპოზიციონერის თქმით, ის არ აპირებს კონკრეტული იდეების შესახებ საჯაროდ საუბარს, რადგან "იდეების ერთ-ერთი ღირებულება არის სიურპრიზის მომენტი, ხშირ შემთხვევაში".

"კოკრეტულად რა ტიპის პროტესტის მივმართავთ ვაპირებთ, ამას არ მოვყვები, მაგრამ გეგმა არის ეს...  ყველასთან კომუნიკაცია გვექნება, ბაზა გვაქვს გაკეთებული, სადაც 300-მდე ადამიანი არის დარეგისტრირებული, გადაცდა ალბათ სამასს, სავარაუდოდ. ამას აქვს სამი კომპონენტი: ერთი არის ხალხის რაოდენობა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს, მეორე არის იდეები, რა ტიპის პროტესტს შეიძლება მიმართო, ღიად ვაკეთებთ ამას, ადამიანებს ღიად ველაპარაკებით, ღიად მოვუწოდებთ, რომ გამოვიდნენ და ღიად მოვუწოდებთ მათ შორის იმას, რომ დაგვეხმარნონ იდეების გენერირებაში. კი, ჩვენ ვიგონებთ კარგ იდეებს და მოგვიგონებია, მაგრამ ბევრი რამე შეიძლება მოიფიქრო და ბევრი ადამიანი ტვინი, როდესაც ამაზე არის მომართული, ბევრი კარგი იდეა შეიძლება წამოვიდეს. შემდეგ არის რესურსები. ეს სამი კომპონენტი თუ გვაქვს, თუ შედგა ეს სამი კომპონენტი და მგონია, რომ შედგება, მილიონ რაღაცას გავაკეთებთ". - თქვა მან.

11 აგვისტოს, გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც სამოქმედო გეგმაზე ილაპარაკა და თქვა, რომ სექტემბრიდან თანამოაზრეებთან ერთად დროს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაუმორჩილებლობას, პროტესტს, საბოტაჟსა და პარალიზებას დაუთმობს, სანამ რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება.

კომენტარები