სომხეთი

ბომბის შესახებ შეტყობინების გამო ერევნის მეტრო დაიხურა

ერევნის მერიის ცნობით, დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრომ შეტყობინება მიიღო, რომ მეტროს სადგურებზე რამდენიმე ასაფეთქებელია მოწყობილობაა განთავსებული. 

ამ დროისთვის მეტროთი გადაადგილება შეჩერებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე კინოლოგ-ინჟინერ-მაშველთა რაზმია მობილიზებული. 

წლის დასაწყისიდან, საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ბომბის 31 ყალბი შეტყობინება უკვე მიიღო. ფაქტობრივად, საგანგებო სიტუაციების სამინისტრო საშუალოდ კვირაში ერთხელ სომხეთში ტერაქტის ან ბომბის კვალს ეძებდა. 

ბოლო შეტყობინება 14 აგვისტოს, სურმალუს სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შემდეგ მიიღეს. როგორც არაერთ წინა შემთხვევაში, ამჯერადაც სამიზნე იყო სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის მეტროსადგურები.

კომენტარები