ტურიზმი

დავითაშვილი: რუსეთიდან ტურისტების ნაკადი 2019 წელთან შედარებით შემცირებულია

ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ხშირ შემთხვევაში აღქმები არ არის რეალობასთან თანხვედრაში, კერძოდ, ის, რონ ახალი ტურისტული ნაკადების მიღება შევძელით, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ სრულად ტრადიციული ტურისტული ბაზრებიდან აღდგენა, მათ შორის, ხშირად საუბარი არის ხოლმე რუსეთზე და თქვენ თუ ნახავთ 2019 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია ტურისტების ნაკადი რუსეთიდან, ისე, რომ აღქმები რეალობასთან კავშირში არ არის, იგივე, აზერბაიჯანიდან ან სხვა მეზობელი ქვეყნებიდან არ არის ჩვენი 2019 წლის მონაცემებთან ახლოსაც კი ის რაოდენობა ტურისტების, რომელიც ქვეყანაში შემოდის, მაშინ, როდესაც მთელი ახალი მიმართულებებიდან ჩვენ მივიღეთ მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე ტურისტები.

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი მთავრობის სხდომის შემდეგ.

კომენტარები