ბარაკ ობამა

ბარაკ ობამამ სატელევიზიო პრემია EMMY მიიღო

News International

4 სექტემბერს Creative Arts Emmy Awards გაიმართა. დაჯილდოების ერთ-ერთი გამარჯვებული აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა გახდა. პოლიტიკოსმა ჯილდო საუკეთესო წამყვანის კატეგორიაში მიიღო.

ობამა Netflix-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური მინისერიალის, Our Great National Parks-ის წაყვანისთვის დააჯილდოვეს. პროექტი მისი და მიშელ ობამას კომპანიის, Higher Ground-ის მიერ არის გადაღებული.

ემის ისტორიაში ობამა მეორე პრეზიდენტია, რომელმაც ჯილდო მიიღო. 1956 წელს საპატიო ჯილდო გადაეცა მოქმედ პრეზიდენტს, დუაით ეიზენჰაუერს. 

ობამას ასევე მიღებული აქვს ორი მუსიკალური ჯილდო გრემი. ყოფილი პრეზიდენტი საკუთარი მემუარების აუდივერსიებისთვის დააჯილდოვეს.

EMMY მიიღო 2 წლის წინ გარდაცვლილმა ჩედვიკ ბოუზმენმა. შავი პანტერის ვარსკვლავი სერიალ What If...?-ში შესრულებული ხმოვანი როლისთვის დაჯილდოვდა. პრემიის ასაღებად სცენაზი მისი ქვრივი ტეილორ სიმონ ლედვარდი ავიდა. 

Creative Arts Emmy Awards ხშირად ტექნიკურ ემისაც ეძახიან. EMMY-ს მთავარი დაჯილდოება 13 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები