შილდის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
მონიტორინგის მიზნით, მეხანძრე-მაშველთა ნაწილი ადგილზე რჩება.
ყვარლის მუნიცილაპიტეტში, სოფელ შილდასთან ტყეში ხანძარი 2 სექტემბერს გაჩნდა. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ავიაცია იყო ჩართული, ასევე, მეხანძრე-მაშველებს ცეცხლის კერებამდე ტყეში გზა გაჰყავდათ.