ავღანეთი

თალიბანმა, ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, მოქალაქე საჯარო სიკვდილით პირველად დასაჯა

ავღანეთის მმართველობაში თალიბანის დაჯგუფების დაბრუნების შემდეგ საჯარო სიკვდილით დასჯა პირველად ჩაატარეს.

თალიბანის წარმომადგენელმა თქვა, რომ მამაკაცი, სახელად თაჯმირი, მოკლეს ხალხმრავალ სპორტულ სტადიონზე სამხრეთ-დასავლეთ ფარაჰის პროვინციაში, მას შემდეგ რაც მან მკვლელობა აღიარა.

ჩამოხრჩობას დაესწრო ჯგუფის ათობით ლიდერი, მათ შორის მათი მთავრობის მინისტრების უმეტესობა.

ეს ხდება მას შემდეგ, რაც მოსამართლეებს შარიათის კანონების სრულად აღსრულება დაევალათ.

თალიბანის უზენაესმა ლიდერმა ჰაიბათულა ახუნდზადამ გასულ თვეში გასცა ბრძანება, რომლითაც მოსამართლეებს უბრძანა შემოეღოთ კანონები საჯარო სიკვდილით დასჯასა და ჩაქოლვაზე.

თუმცა, ზუსტი დანაშაულები და შესაბამისი სასჯელები თალიბანის მიერ ოფიციალურად არ არის განსაზღვრული.

ისლამისტური ჯგუფი ხელისუფლებაში დაბრუნებისას მოსახლეობას დაჰპირდა, რომ 1996-2001 წლებში მათ წინა ხელისუფლებაში არსებული მკაცრი წესები შედარებით მსუბუქად აღსრულდებოდა. 

თუმცა, საჯარო სიკვდილით დასჯა, რომელიც 7 დეკემბერს შესრულდა, იმაზე მიუთითებს, რომ ისლამისტური დაჯგუფება შარიათის კანონის კვლავ ექსტრიმისტულ ინტერპრეტაციას მიმართავს

კომენტარები