ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თემურ ჯანაშიამ შიმშილობა შეწყვიტა

კადრი ვიდეოდან/მთავარი

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, თემურ ჯანაშიამ მე-9 დღეს შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ გაავრცელა.

"თემურ ჯანაშიაზე ექიმის კატეგორიული რეკომენდაცია იყო, რომ შიმშილობა შეეწყვიტა. მას სერიოზული პრობლემა აქვს კალიუმისა და ნატრიუმის ვარდნასთან მიმართებაში. გუშინდელი გადასხმის მიუხედავად, ეს მაჩვენებლები ძალიან მძიმეა. ამიტომ, ჩვენი გადაწყვეტილებითა და ერთობლივი მოთხოვნით, თემურმა ახლა შიმშილობა შეწყვიტა" - თქვა დეკანოიძემ.

აღსანიშნავია, რომ ჯანაშიას გარდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შიმშილობა ენმ-ს კიდევ ორმა დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვამაც შეწყვიტეს. ამჟამად, შიმშილობას პარტიის მხოლოდ ერთი დეპუტატი, ანი წითლიძე აგრძელებს.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა 15 დეკემბერს პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს.

კომენტარები