თბილისის მერია

18 იანვრიდან 22-ის ჩათვლით ჩიტაიასა და კლდიაშვილის ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, წყალარინების ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ჩიტაიას ქუჩის ნაწილზე - ფიროსმანისა და ჩიტაიას ქუჩის კვეთიდან ჩიტაიასა და კლდიაშვილის ქუჩის კვეთამდე მონაკვეთში 18 იანვრის 10:00 საათიდან 22 იანვრის ჩათვლით მანქანების გადაადგილება შეიზღუდება. ასევე, ჩაიკეტება კლდიაშვილის ქუჩის ნაწილი - დოლიძისა და კლდიაშვილის ქუჩის კვეთიდან ჩიტაიასა და კლდიაშვილის ქუჩის კვეთამდე მონაკვეთზე.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში:

  • ჩიტაიას ქუჩიდან კლდიაშვილის ქუჩის მიმართულებით, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ჩიტაიასა და ჩუბინაშვილის ქუჩების გამოყენებით.
  • კლდიაშვილის ქუჩიდან ჩიტაიას ქუჩის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ნინოშვილისა და მარჯანიშვილის ქუჩების საშუალებით.
  • დოლიძის ქუჩიდან ავტომობილები კლდიაშვილის ქუჩისკენ მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით გადაადგილდებიან.

ასევე, მერიის ცნობით, მიკროავტობუსები - N416, N436, N462, N477, N490, N517, N507, N522, N529 და ავტობუსები - N362, N368, სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, კლდიაშვილის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილდებიან ფიროსმანის ქუჩის გავლით, ხოლო უკუმიმართულებისას, სადგურის მოედნიდან გოგოლის ქუჩით დაუკავშირდებიან ფოცხვერაშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებს, გადაადგილდებიან მარჯანიშვილის ქუჩაზე და მარცხნივ მოხვევით, ჩიტაიას ქუჩაზე გადაინაცვლებენ, რის შემდეგაც სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებენ.

კომენტარები