ნაციონალური მოძრაობა არასდროს ყოფილა მარიონეტების პარტია და მსგავსი რაღაც ვერ მოხდება და ვერასდროს გაიმარჯვებს ეგეთი კანდიდატი, თუ ეს ასეა. ვინ ვის მართავს, მე ამ საკითხში ვერ შევალ, ეგ არ არის ჩემი კომპეტენცია. მე შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ არიან კანდიდატები, არიან ამ კანდიდატების მხარდამჭერები ერთ მხარესაც, მეორე მხარესაც, მესამე მხარესაც, ჩემი ადგილიც გითხარით სად არის [ნიკა მელიას ვუჭერ მხარს] და დარწმუნებული ვარ, ყველაზე ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს ამ შემთხვევაში.
ნაციონალური მოძრაობა არის ძალიან ცოცხალი ორგანიზმი და ძალიან ძნელი იქნება ამ ვითარებაში მართვადი ადამიანების გამარჯვება, თუ ეს ასეა.