26 წლის შემდეგ ჯეიმს კამერონის ტიტანიკი მსოფლიო და ქართულ კინოგაქირავებაში ბრუნდება.
ლეგენდარული ბლოკბასტერის ხილვა ქართველ მაყურებელს 9 თებერვლიდან კინოთეატრების ქსელ Cavea-ში შეეძლება.
პირველად კინოთეატრებში ტიტანიკის 3D და IMAX ვერსიებიც გამოვა. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ამ ბმულზე.
1997 წელს გადაღებულმა ფილმმა 11 ოსკარი მოიპოვა და მრავალი წლის განმავლობაში ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი იყო.