თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი გაჩერებულია.
როგორც ტაბულას სატრანსპორტო სამსახურში განუცხადეს, ვაჟა-ფშაველას მეტროს ლიანდაგებში მოქალაქე ჩავარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარება ჯერჯერობით უცნობია.
მათი ინფორმაციით, მოქალაქის ამოყვანის შემდეგ მოძრაობა სრულად აღდგება.
განახლება: საბურთალოს ხაზზე მოძრაობა უკვე აღდგა. მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს.