აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

ბოკერია დაკავებულ აქტივისტზე: ჩათვალეს, რომ მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

ამ ახალგაზრდის დაკავება ავტომატურად მინიმუმ შერჩევითი სამართალია იმ რეჟიმისგან, რომელიც პუტინისტური ძალადობის ორგანიზატორებს არ სჯის და პუტინისტ მოძალადეებს, რომელიც პოლიციას ქვებს ესვრის ხოლმე, უბრალოდ აჯარიმებს.

თუმცა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ სულ სხვა ხარისხში აიყვანა ეს ყველაფერი და აშკარაა, რომ ყოველგვარი მტკიცებულებების გასაჯაროვების გარეშე დაკავებული შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს, მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა.

აი ამ ამაზრზენ მეთოდს ხმარობენ, ამის პირდაპირი დასტურია ამ სამარცხვინო ადამიანის, კობახიძის სამარცხვინო განცხადება.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისზე.

"ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს", "გზას აცდენილი კაცი" - თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დაკავებულზე. 

კომენტარები