ბელარუსი-რუსეთი

შიდა პრობლემების განხილვის მიზნით ლუკაშენკო პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ვიზიტს გეგმავს

ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი

ბელარუსის ავტოკრატი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო 24 მაისს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ლუკაშენკომ რუსეთში ბელარუსის ელჩთან, დმიტრი კრუტოისთან ისაუბრა. მისივე თქმით, შეხვედრის მიზანი იმ პრობლემების აღმოფხვრაა, რომლებიც მათ ურთიერთობაში არ უნდა იყოს. 

"მთავრობის ცნობებით, პრობლემები [ორი ქვეყნის ურთიერთობაში] თითქმის არაა. მე ამის ნაკლებად მჯერა. ვითარება მიმტკიცებს, რომ კიდევ დარჩა დაბრკოლებები, გარკვეული შეუსაბამობები. ზოგჯერ ვხვდებით ბიუროკრატიას. ვინ არის ამაში დამნაშავე? ასე რომ, როცა ზეგ, მოსკოვში შევხვდებით, რუსეთის პრეზიდენტი, პუტინი და მე ამ პრობლემებს განვიხილავთ და აღმოვფხვრით, რომლებიც ჩვენს ურთიერთობაში საერთოდ არ უნდა იყოს". - აღნიშნა ლუკაშენკომ. 

ლუკაშენკოს თქმით, ის და პუტინი, როგორც წესი, საგარეო საკითხებს განიხილავენ, ერთმანეთის საქმიანობის გადახედვისთვის არ ხვდებიან, თუმცა ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია. 

კომენტარები