საქართველოს პარლამენტი

კობახიძე: ვინც ზურაბიშვილს გვარამიას შეწყალება უკარნახა, პოლარიზაცია ამოძრავებდა მიზნად

გვარამია გამოუშვეს პოლარიზაციისთვის. რეალურად, ვინც უკარნახა სალომე ზურაბიშვილს, რომ უნდა შეეწყალებინა გვარამია, მას ამოძრავებდა ერთადერთი მიზანი, ეს იყო პოლარიზაცია. ვიცით, რომ გვარამია ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში იყო ერთ-ერთი პოლარიზატორი, ვინც აღვივებდა პოლარიზაციას მთელი ამ წლების განმავლობაში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გვარამიას შეწყალების უკან ერთადერთი მიზანი იყო, პოლარიზაციის გაღვივება და ეს დაადასტურა გვარამიამ თავისი გუშინდელი ინტერვიუთი. ის აგრძელებს პოლარიზაციის გაღვივებას, რაც ბუნებრივია, მისი გათავისუფლების მიზანი იყო, თუმცა რაიმე დიდი რესურსი არც გვარამიას აქვს. ის არის მორიგი პრიგოჟინისტი. მისი რესურსი ნულოვანია პოლიტიკაში. 

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

კომენტარები