რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი ბულგარეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukrainian Presidential Press Office/AP

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთში ვიზიტით იმყოფება.

"სოფია. ბულგარეთი. დეტალური მოლაპარაკებები მექნება პრემიერმინისტრ ნიკოლაი დენკოვთან, შევხვდები პრეზიდენტ რუმენ რადევს, ასევე ოფიციალურ პირებს, პარლამენტარებს, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს". - ნათქვამია ზელენსკის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

მისივე თქმით, განხილვის მთავარი თემები თავდაცვის სფეროში მხარდაჭერა, "უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაცია", NATO-ს სამიტი, უსაფრთხოების გარანტიები და "მშვიდობის ფორმულის" რეალიზაცია იქნება.

"ბულგარეთის ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის არ დგას საკითხი, ვინ არის აგრესორი და ვინ - აგრესიის მსხვერპლი. ჩვენ კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის დახმარება არა მხოლოდ მორალური თვალსაზრისით, არამედ ჩვენი სტრატეგიული ინტერესის გათვალისწინებით, რაც რუსეთის რაც შეიძლება მალე შეჩერებას გულისხმობს". - თქვა ბულგარეთის თავდაცვის ახალმა მინისტრმა, თოდორ ტაგარეევმა.

კომენტარები