ისრაელი-პალესტინა

ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა სპეცოპერაციის დროს ქალაქ ნაბლუსში ორი პალესტინელი მოკლეს

პალესტინელებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ნაბლუსში. 2023 წლის 7 ივლისი
AP Photo/Majdi Mohammed

ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ ნაბლუსში ორი პალესტინელი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია უსაფრთხოების სააგენტოზე, Shin Bet-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, პალესტინელი მოქალაქეები – 34 წლის ხაირი შაჰინი და 32 წლის ჰამზა მაკბული 5 ივლისს ნაბლუსის სამხრეთით მდებარე სამარიტულ თემზე იერიშის მიტანაზე იყვნენ პასუხისმგებლები.

Shin Bet-ის ცნობით, რომ პოლიციის კონტრტერორისტული დანაყოფის წევრები შაჰინისა და მაკბულის დაკავებას ცდილობდნენ.

გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სხვა სპეცოპერაციის დროს პალესტინის სამი ძებნილი მოქალაქე დააკავეს, ხოლო ტერორიზმში ეჭვმიტანილი კიდევ სამი პალესტინელი დასავლეთ სანაპიროს სხვა რაიონებში 7 ივლისს დააკავეს.

აქამდე, გასულ დღეს 22 წლის ისრაელის მოქალაქე სამხედრო დასახლება კედუმიმთან პალესტინელმა შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო.

კომენტარები