შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა პირი, რომელიც დღეს, 29 ივლისს გლდანში ქვეითად მოსიარულეს მანქანით დაეჯახა. დაშავებული შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.