სტიქია რაჭაში

2 მცირეწლოვანს ვეძებთ, სამუშაოები გაგრძელდება, სანამ პოვნის მცირე შანსიც იქნება – ონის მერი

შსს

ონის მერის, სერგო ხიდეშელის თქმით, შოვში ძებნის ღონისძიებები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. მისი ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ორ მცირეწლოვანს ეძებენ.

"ლოკაციები არის როგორც უშუალო სტიქიის ზონაში, ასევე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 31 მოქალაქე არის ნაპოვნი გარდაცვლილი, მათგან 29 იდენტიფიცირებულია.

საძიებო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, სანამ მცირედი შანსიც კი იქნება [პოვნის]. რაც შეეხება საძიებო სამუშაოების შეწყვეტას, ლოკაციების გაფართოებას და ა.შ. ამაზე სამაშველო სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენი ინფორმაციით, ორი მცირეწლოვნის ძიება მიმდინარეობს“ - ამბობს ხიდეშელი.

რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყრის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა.

კომენტარები