სტიქია რაჭაში

შოვში დაკარგული 4 წლის გიორგი ხორბალაძის დაღუპვა დნმ-ის ანალიზით დადასტურდა

დნმ-ის ანალიზით დადასტურდა, რომ რაჭაში, სტიქიის ზონაში 24 აგვისტოს ნაპოვნი ბავშვის ცხედარი 4 წლის გიორგი ხორბალაძეს ეკუთვნის. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ. ბავშვის დედა და ბებიაც შოვის სტიქიას ემსხვერპლნენ - ისინი 2 კვირის წინ დაკრძალეს.

ამ დრომდე შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 31 ადამიანის ცხედარი იპოვეს,  ყველა მათგანის ვინაობა ცნობილია. სტიქიის ზონაში მაშველები კიდევ 2 არასრულწლოვანს ეძებენ.

რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა.

კომენტარები