ვატიკანის ელჩი

არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური საქართველოსა და სომხეთში ვატიკანის ელჩი აღარ იქნება

ვატიკანის ელჩი საქართველოში, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური კავკასიას ტოვებს. იგი საქართველოსა და სომხეთში წმინდა საყდრის დესპანი აღარ იქნება. საქართველოში წმინდა საყდრის სადესპანოს განცხადებით, პაპის ნუნციუსი კავკასიის რეგიონს 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს დატოვებს.

პაპმა ფრანცისკემ ჟოზე აველინო ბეტანკური კამერუნსა და ეკვატორულ გვინეაში დანიშნა წმინდა საყდრის დესპანად.

"დღეს, ვატიკანის ქალაქის სახელმწიფოს დროით შუადღისას, წმინდა მამამ, პაპმა ფრანცისკემ მისი მაღალი ყოვლადუსამღვდელოესობა ჟოზე აველინო ბეტანკური, ჩიტანოვას (ნოვიგრადის) ტიტულარული არქიეპისკოპოსი, წმიდა საყდრის დესპანი და დიპლომატიური კორპუსის დუაიენი საქართველოში, აგრეთვე წმინდა საყდრის დესპანი სომხეთის რესპუბლიკაში, დანიშნა წმინდა საყდრის დესპანად კამერუნის რესპუბლიკასა და ეკვატორული გვინეის რესპუბლიკაში.

მისი აღმატებულება სამხრეთ კავკასიიდან გაემგზავრება 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს“, – წერია წმინდა საყდრის სადესპანოს განცხადებაში.

კომენტარები