კრემლი

შესაძლოა, პრიგოჟინის თვითმფრინავი განზრახ ჩამოაგდეს – კრემლი

REUTERS/Stringer/File Photo

კრემლის თქმით, რუსი გამომძიებლები განიხილავენ ვერსიას, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავი განზრახ ჩამოაგდეს.

"ცხადია, სხვადასხვა ვერსია განიხილება, მათ შორის ვერსია - ხომ იცით, რაზეც ვსაუბრობთ - მოდი ვთქვათ, მიზანმიმართული ძალადობრივი ქმედება". - თქვა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

პესკოვს ჟურნალისტებმა კითხეს გამოიძიებდა თუ არა შემთხვევას სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO), რაზეც მან უპასუხა, რომ რუსული გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდონ.

23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ეკიპაჟზეც, როსავიაციის ცნობით, იმყოფებოდა 10 ადამიანი, მათ შორის კსკ ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი და ამავე ჯგუფის სამხედრო მეთაური, დმიტრი უტკინი, ვის ზედმეტსახელსაც ატარებდა ორგანიზაცია.

ჩამოვარდნის ადგილზე იპოვეს 10 ნეშტი, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ევგენი პრიგოჟინი შემთხვევას ემსხვერპლა.

როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

კომენტარები