კრემლი

კრემლის პრესსამსახური: კრემლის შენობას დრონებით დაესხნენ თავს

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუშინ, 2 მაისს კრემლს 2 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს. განცხადებაში ამტკიცებენ, რომ შეტევა უკრაინის მხრიდან განხორციელდა. 

განცხადების მიხედვით, უპილოტო საფრენი აპარატები "სპეციალური სამსახურისა და სამხედროების დროული მოქმედების" შედეგად მწყობრიდან გამოიყვანეს.  

"თავდასხმის შედეგად პრეზიდენტი და სხვა პირები არ დაშავებულან. სახელმწიფოს მეთაურის სამუშაო განრიგი არ შეცვლილა". - წერია განცხადებაში.  

როგორც სამთავრობო მედია RIA-ს დმიტრი პესკოვმა უთხრა, შემთხვევის დროს ვლადიმირ პუტინი შენობაში არ იმყოფებოდა, დღეს, 3 მაისს კი მოსკოვთან მდებარე საკუთარი რეზიდენციიდან მუშაობს.  

სამთავრობო მედია წერს, რომ მოსკოვი "კიევის ქმედებებს" დაგეგმილ ტერორისტულ აქტად და 9 მაისის აღლუმამდე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობად აფასებს. 

"რუსული მხარე იტოვებს უფლებას, ამ თავდასხმა უპასუხოს იქ და მაშინ, როდესაც საჭიროდ ჩათვლის". - წერია განცხადებაში. 

კომენტარები