ევგენი პრიგოჟინი

გავრცელდა პრიგოჟინის ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, კატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაწერეს

კადრი ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

კსკ ვაგნერის ჯგუფთან დაკავშირებულმა ტელეგრამ-არხმა, GREY ZONE-მა გაავრცელა ევგენი პრიგოჟინის აქამდე გამოუქვეყნებელი ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, ავიაკატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრეა ჩაწერილი.

"მათთვის, ვინც განიხილავს ცოცხალი ვარ თუ არა, როგორ მიდის ჩემი საქმე – ახლა კვირის ბოლოა, 2023 წლის აგვისტოს მეორე ნახევარი, ვიმყოფები აფრიკაში. ამიტომ ჩემი ლიკვიდაციის, ინტიმური ცხოვრების, შემოსავლების განხილვის მოყვარულებს რომ ვუთხრა, ყველაფერი რიგზეა". – ამბობდა პრიგოჟინი ჩანაწერში.

ვიდეო სავარაუდოდ 21 აგვისტოს არის ჩაწერილი, სავარაუდოდ მალიში, საიდანაც ის შემდეგ სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა. აღსანიშნავია, რომ პრიგოჟინს აცვია ის კამუფლიაჟი, რომელიც 21 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეოში ეცვა.

23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ეკიპაჟზეც, როსავიაციის ცნობით, იმყოფებოდა 10 ადამიანი, მათ შორის კსკ ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი და ამავე ჯგუფის სამხედრო მეთაური, დმიტრი უტკინი, ვის ზედმეტსახელსაც ატარებდა ორგანიზაცია.

ჩამოვარდნის ადგილზე იპოვეს 10 ნეშტი, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ევგენი პრიგოჟინი შემთხვევას ემსხვერპლა. ოლიგარქი პოროხოვის სასაფლაოზე 29 აგვისტოს დაკრძალეს. ცერემონია დახურულ ფორმატში შედგა, როგორც ამას პრიგოჟინის პრესსამსახური იუწყებოდა.

როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

კომენტარები