მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია

IOM: მექსიკა-აშშ-ს საზღვარი მსოფლიოს ყველაზე საშიში სახმელეთო მარშრუტია

REUTERS/Rebecca Noble/File Photo

გაეროს მიგრაციის სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც აშშ-მექსიკის საზღვარი მსოფლიოს ყველაზე საშიში და მომაკვდინებელი სახმელეთო მარშრუტია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ასობით ადამიანი სისტემატიურად იღუპება აშშ-მექსიკის საზღვრის გადალახვისას. 2022 წელს მიგრაციის საერთაშორისო სააგენტომ აშშ-მექსიკის საზღვარზე 686 ადამიანის სიკვდილი დაადასტურა, თუმცა IOM-ის პრესსპიკერმა თქვა, რომ ეს დაღუპულთა რაოდენობის ძალიან მცირე ნაწილია. საზღვარზე დაღუპულთა შესახებ გაეროს მიგრაციის სააგენტომ ტეხასის სასაზღვრო ოლქის გამომძიებლის და მექსიკის სახელმწიფო სააგენტოსგან მიიღო. სავარაუდოა, რომ დაღუპული მიგრანტების ნაწილი არ აისახა ტეხასის შტატის, მექსიკის და შესაბამისად, IOM-ის ანგარიშში. 

კომენტარები