2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმება

ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ინარჩუნებს ირანზე დაწესებულ სანქციებს

გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია ირანზე დაწესებულ სანქციებს ინარჩუნებენ, რათა შეაჩერონ თეირანი რუსეთისთვის დრონებისა და რაკეტების მიყიდვისგან.

2015 წელს ირანმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზე თეირანის ბირთვული პროგრამა უფრო გამჭვირვალე გახდებოდა, სანაცვლოდ კი სანქციები შეუმცირდებოდათ.

ხელშეკრულების მიხედვით, სანქციები 2023 წლის ოქტომბერში უნდა გაუქმებულიყო. 

მიუხედავად ამისა, ევროპული ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ირანმა ხელშეკრულება ურანის გამდიდრებით და შენახვით დაარღვია. აღსანიშნავია, რომ გამდიდრებული ურანით შესაძლებელია ბირთვული იარაღის წარმოება.

ირანის თქმით კი, მათი ქმედება "უკანონო და პროვოკაციულია" და "თვალნათლივ არღვევს" ბირთვული შეთანხმების პირობებს. 

ჩინეთსა და რუსეთს, მოეხსნებათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვები, თუკი 18 ოქტომბრამდე გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის მსგავსად არ იმოქმედებენ.

აღნიშნულმა სამმა სახელმწიფომ განაცხადა, რომ სანქციები ძალაში იქნება მანამ, სანამ თეირანი შეთანხმების პირობებთან სრულად არ მოვა თანხვედრაში. მათი თქმით, ირანი გასცდა შეთანხმებით განსაზღვრულ ფარგლებს. 

კომენტარები