ნათია თურნავა

ბანკებმა თქვეს, რომ ერთგულნი არიან საერთაშორისო სანქციების და სწორადაც მოიქცნენ – თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პირველი არხის ეთერში აღნიშნა, რომ კომერციულმა ბანკებმა თქვეს, რომ ერთგულნი არიან საერთაშორისო სანქციების და სწორადაც მოიქცნენ. 

"კომერციული ბანკებისა და ჩვენი პოზიცია ერთია და არ შეიძლება იყოს განსხვავებული, რადგან ჩვენ ვართ ფინანსური ინსტიტუტების რეგულატორი და ჩვენც და ჩვენი კომერციული ბანკებიც არიან საქართველოში მოღვაწე სუბიექტები". - თქვა თურნავამ.

მან ასევე დასძინა, რომ ეს იყო აბსოლუტურად სწორი ქმედება მათი მხრიდან. 

"იმის გამო, რომ არასწორი ინტერპრეტაციები გაჩნდა, აუცილებლობა გაჩნდა, რომ მათ კიდევ ერთხელ საჯაროდ დაედასტურებინათ, რომ ისინი ერთგულნი არიან საერთაშორისო სანქციების. შეგახსენებთ, რომ როდესაც მეც მქონდა ბრიფინგი და პირველი კომუნიკაცია, იმით დავიწყე, რომ ვიყავით და ვრჩებით საერთაშორისო სანქციების ერთგული, ჩვენ ასევე ვიცით და პატივს ვცემთ იმ საერთაშორისო ვალდებულებებს, რაც თითოეულ ბანკს გააჩნია თავის საერთაშორისო პარტნიორებთან [...] ბანკებთან პირველივე წუთიდან ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს". - თქვა მან.

მანამდე, თურნავამ თქვა, რომ  "ქართულ კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს," რადგან კომერციული სექტორი არის საქართველოს კომერციული სექტორი და ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით.

კომენტარები