ე.წ ისლამური სახელმწიფო

ამერიკულმა ძალებმა სირიაში ვერტმფრენით რეიდისას ISIS-ის მაღალი რანგის წევრი აიყვანეს

Agustin Montanez/U.S. Army National Guard

23 სექტემბერს აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ძალებმა ჩრდილოეთ სირიაში ვერტმფრენით რეიდისას ISIS-ის მაღალი რანგის პირი დააკავეს

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის განცხადებაში წერია, რომ აშშ-ს ძალებმა დააკავეს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ოპერაციებისა და ფასილიტაციის ჯგუფის მაღალი რანგის წევრი აბუ ჰალილ ალ-ფადანი. აშშ-ს მხარის ინფორმაციით, ალ-ფადანის ჰქონდა კავშირები რეგიონში ISIS-ის ყველა ჯგუფთან. 

"ISIS-ის მაღალი რანგის წევრების დაკავება, როგორიცაა აბუ ჰალილ ალ-ფადანი, ზრდის ჩვენს შესაძლებლობებს, რომ სხვა ტერორისტების ადგილმდებარეობა გავიგოთ და მიზანში ამოვიღოთ" - თქვა აშშ-ს ცენტრალური სარდლობის პრესსპიკერმა ტროი გარლოკმა. 

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ცნობით, რეიდისას არ დაშავებულა არც ერთი სამოქალაქო პირი. 

კომენტარები