მიხეილ სააკაშვილის შეწყალება

Edison Research: მოსახლეობის 58% ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს

მოსახლეობის 58% მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს- კვლევა Edison Research-მა ფორმულას დაკვეთით ჩაატარა.

ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).

95%-იანი სანდოობის დონისათვის ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბერი-24 სექტემბრის პერიოდში.
 

კომენტარები