მიხეილ სააკაშვილის შეწყალება

ხაბეიშვილი: მე საერთოდ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს შესაწყალებელი არაფერი აქვს

მე საერთოდ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს შესაწყალებელი არაფერი არ აქვს, სანქცირებული მოსამართლეების მიერ, ფარცხალაძის, ფსბ-ს აგენტის, ბრალით ციხეში ჩასმულ კაცს, შესაწყალებელი არაფერი აქვს. მითუმეტეს, როცა სალომეზე [სალომე ზურაბიშვილი] ვსაუბრობთ, ძალიან მარტივ რამეს ვიტყვი. თუ სალომე მინიმალურად ობიექტური მაინც არის - ის ხომ ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე იყო ზეწოლა, როცა მის წინააღმდეგ გამოიტანეს გადაწყვეტილება, ანუ, ის ხომ არ ეთანხმება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას [რომლითაც სასამართლომ დაადგინა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა] მის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, ხომ არ ეთანხმება?! ის ხომ ამბობს, რომ ზეწოლა განახორციელეს და სამართლებრივად პრობლემა არ არის?! თუ პრეზიდენტიც იგივეს ამბობს, რომ სასამართლო არ არსებობს და მის წინააღმდეგაც პოლიტიკურად იყენებენ, როგორ შეიძლება, რომ ამ ყველაფერს უყურებდეს, უკაცრავად და, შუშის თვალებით?!

უპასუხა TV პირველის ეთერში, ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას თუ რატომ არ იწყალებს სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს

კომენტარები