შვედეთი

შვედეთი კრიმინალურ ბანდებთან საბრძოლველად სამხედრო ძალას გამოიყენებს

 Anders Wiklund/TT/TT/AP/picture alliance

შვედეთის პრემიერმინისტრმა, ულფ კრისტერსონმა თქვა, რომ შვედეთი სავარაუდოდ სამხედრო ძალას გამოიყენებს კრიმინალური ბანდების გასამკლავებლად. კრისტერსონი 29 სექტემბერს შვედეთის შეიარაღებული ძალების სარდალს შეხვდა და მათ ბოლო პერიოდში გაზრდილი კრიმინალური ბანდების დანაშაულებებზე ისაუბრეს. 

შვედეთში ბანდებთან დაკავშირებულ ძალადობას 2023 წლის სექტემბერში 12 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლოს, 20 წლის გოგონა ბომბის აფეთქებას შეეწია, ხოლო დანარჩენი 11 ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმას. 

"ჩვენ დავიწყებთ დევნას ბანდებზე, ჩვენ მათ გავანადგურებთ" - თქვა ულფ კრისტერსონმა სატელევიზიო მიმართვისას. 

კრისტერსონი და მისი პოლიტიკური გუნდი ამ პრობლემას ნაწილობრივ წინა მთავრობის უპასუხისმგებლო საიმიგრაციო პოლიტიკას აბრალებენ. 

კრისტერსონის თქმით ისინი ბანდების ყველა წევრს დაიჭერენ. თუ ისინი შვედეთის მოქალაქეები აღმოჩნდებიან მათ მრავალწლიანი პატიმრობა ელით, ხოლო თუ ისინი იმიგრანტები აღმოჩნდებიან მათ დაუყოვნებლივ გააძევებენ. 

კომენტარები