შვედეთი

შვედეთში ტერაქტის მომზადების ბრალდებით ოთხი ისლამისტი დააკავეს

upi.com

შვედეთის პოლიციამ სტოკჰოლმში ტერაქტის მომზადების ბრალდებით ოთხი ისლამისტი დააკავა. ინფორმაცია ისლამისტების დაკავების შესახებ შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა და პროკურატურამ გაავრცელეს. 

"ჩვენ ვხედავთ კავშირებს სერიოზულ ორგანიზებულ დანაშაულთან, ასევე მათ საერთაშორისო კავშირებს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტულ ორგანიზაციასთან" - თქვა შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერმა. 

შვედეთის უსაფრთხოების სამსახურს დაკავებულ ისლამისტებთან და მათ ბრალდებებთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ გაუვრცელებიათ. პოლიციის განცხადების მიხედვით, ოთხი ისლამისტის დაკავება საქმის სიღრმისეულ გამოძიებას მოჰყვა.

კომენტარები