ბულინგი

გელათის სკოლაში მე-9 კლასელის ბულინგზე გამოძიება დაიწყო

Netgazeti

გელათის საჯარო სკოლაში მე-9 კლასელის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბულინგთან დაკავშირებით გამოძიება 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მანამდე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა პოსტი, სადაც მომხმარებელმა მუქარის შემცველი წერილი გაავრცელა. მისივე თქმით, მე-9 კლასელ ბავშვს თანაკლასელები ჩაგრავდნენ.

"მესამეზე ზარი როგორც კი დაირეკება, საპირფარეშოში ცერა თითიდან ვენებამდე გადაისევი, არ იზავ და როგორც კი დრო მომეცემა, დაგინახავ ტუალეტში და უნიტაზში ჩაგახრჩობ." - წერია წერილში.

კომენტარები