პრეზიდენტის იმპიჩმენტი

კობახიძე: პრეზიდენტი ისეთივე მდგომარეობაში იქნებოდა პროცესზე, როგორც მისი წარმომადგენლები

პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში ამ პროცესზე, როგორ მდგომარეობაშიც არიან დღეს პრეზიდენტის წარმომადგენლები. ვხედავთ, რომ ისინი არიან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. უწევთ აბსურდის მტკიცება. ძალიან მძიმეა მათი მდგომარეობა. შესაბამისად, შევდივარ ამ მდგომარეობაში. პრეზიდენტი თვითონ რომ ჩამოსულიყო, ბუნებრივია, თვითონ მოუწევდა ამ მდგომარეობაში ყოფნა, რაც მისთვის იყო მიუღებელი და სწორედ ამიტომ არ ჩამოვიდა, რა თქმა უნდა, ბათუმში.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

3 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო მოსმენა გაიმართა, რასაც სალომე ზურაბიშვილი არ დასწრებია. მოსმენა ხვალ - 4 ოქტომბერს გაგრძელდება.

კომენტარები