ელექტრომობილი

"ელექტრომობილმა გამიტაცა" – შოტლანდიის მოქალაქე

KATIELEE ARROWSMITH

ბრაიან მორისონის, 53 წლის შოტლანდიელი მამაკაცის თქმით, ღამით სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა მისმა MG ZS EV-ის ტიპის ახალმა ელექტრომობილმა გაიტაცა. როგორც მორისონმა აღნიშნა, მანქანა 48 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, მისი მუხრუჭები კი არ მუშაობდა.

პოლიცია იძულებული გახდა ელექტრომობილი თავად შეეჩერებინა, ამიტომ ავტომობილისთვის გზის მოჭრა გახდა საჭირო. პოლიციის მანქანასთან შეჯახების შემდეგ ელექტრომობილი გაჩერდა.

მორისონის თქმით, გაუმართლა, რომ შემთხვევა დაახლოებით ღამის 10 საათზე მოხდა, რადგან ამ დროს გზები თავისუფალი იყო.

"ელექტრომობილმა გამიტაცა. მივხვდი, რომ რაღაც არასწორად იყო, შემოვლით გზაზე როცა მივდიოდი და სიჩქარის შენელება ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა". - თქვა მან.

თვითმხილველთა თქმით, მათ მსგავსი არაფერი უნახავთ.

კომენტარები