პრეზიდენტის იმპიჩმენტი

კობახიძე პრეზიდენტობაზე: მე ასეთი გეგმები არ მაქვს

მე ასეთი გეგმები არ მაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტი პოლიტიკური პროცესებიდან არსებითად დისტანცირებულია. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი, როგორც ასეთი, პოლიტიკურ პროცესებში ჩართული არ არის. ასეთი სპეკულაციები ძალიან ნაადრევია, რადგან, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით დაარღვია. მას იმის რწმენა აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს, რადიკალური ოპოზიცია მის იმპიჩმენტს მხარს მაინც არ დაუჭერს. ამიტომ, ამ ყველაფერს დაველოდოთ და შეგვიძლია, ამ თემაზე სპეკულაციები შემდეგ განვავითაროთ.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოხდა, ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი და მათ შორის, თავად განიხილავს თუ არა ამ ვარიანტს.

კომენტარები