საქართველო-უნგრეთი

ღარიბაშვილი: პრემიერმინისტრ ორბანს გაუმარჯოს, ყველამ დაინახოს, ვინაა ნამდვილი მეგობარი

პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რამდენად ვაფასებთ ამ ურთიერთობებსა და მეგობრობას უნგრეთთან.
 
მეორე რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩემთვის პრემიერმინისტრი ორბანი არის სამაგალითო ლიდერი, მისაბაძი პოლიტიკოსი და მესამე, უაღრესად მადლობელი ვარ პრემიერმინისტრ ორბანის და მისი მთავრობისა ნამდვილი მეგობრობისთვის, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ასევე - მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მისწრაფებისა, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. 

მე მაქვს პრივილეგია, ავწიო ეს ჭიქა, როგორც ჩემი ძვირფასი კოლეგის პირველი სადღეგრძელო. იმიტომ, რომ ეს ვიზიტი, განსაკუთრებით ამ კრიტიკულ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის, რათა ყველამ დაინახოს, ვინ არის ნამდვილი მეგობარი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს და ვისაც სურს ნახოს საქართველო ევროპაში და ევროპასთან.
 
ასე რომ, პრემიერმინისტრო, დიდი მადლობა ვიზიტისთვის. პრემიერმინისტრ ორბანს გაუმარჯოს!
გმადლობთ!.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერმინისტრისა და მისი ცოლის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ სადილზე.

კომენტარები