პრეზიდენტის იმპიჩმენტი

კობახიძე იმპიჩმენტზე: პრეზიდენტს ღირსება შერჩენილი რომ ჰქონდეს, მყისიერად გადადგებოდა

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციასა და მასზე დადებულ ფიცს უღალატა. მიმდინარე კვირაში 2020 წელს ქართველი ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის ღირსი აღარ არის, საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს. ზურაბიშვილს ელემენტარული ღირსება შერჩენილი რომ ჰქონდეს, ბუნებრივია, სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ, ის თანამდებობიდან მყისიერად გადადგებოდა. თუმცა, ისიც გვესმის, რომ ზურაბიშვილი თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი არ არის და ვერც გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ძალების გარეშე, რომლებიც მას კონსტიტუციის უხეში დარღვევისკენ უბიძგებდნენ.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო.

კომენტარები