პრეზიდენტის იმპიჩმენტი

კოპალეიშვილი იმპიჩმენტზე: სამწუხაროა, რომ სასამართლომ პოლიტიკურ მიდგომებს ვერ გაუძლო

სასამართლოს დასკვნას ჩვენ არ ვეთანხმებით და არ ვიზიარებთ. დროის სიმცირის გამო, დასკვნის დეტალური წაკითხვა ვერ მოხერხდა, თუმცა, ძირითად დასაბუთებებსა და გარემოებებს გადავხედეთ და ის ტენდენციურია. საკონსტიტუციო სასამართლომ, ფაქტობრივად, სრულად, ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები [...] ამ დასკვნით, საკონსტიტუციო სასამართლო, ფაქტობრივად, მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში [...] საკონსტიტუციო სასამართლოსგან მე მეტს მოველოდი. რწმენა მქონდა, რომ ის იმაზე უფრო მაღლა დადგებოდა, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკური მდგენელია ამ საქმეში და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა [...] ძალიან სამწუხაროა, რომ ამ საკითხთან მიმართებით, სასამართლომ პოლიტიკურ მიდგომებს ვერ გაუძლო. 

ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში, მაია კოპალეიშვილი გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნეს.

კომენტარები