ოთარ ფარცხალაძე

კირთაძე ფარცხალაძეზე: რუსეთის ჯაშუში რუსულმა ხელისუფლებამ გააპარა ქვეყნიდან

რუსული რეჟიმი რუსეთის ჯაშუშს რომ არ დააკავებდა და გამოძიების დროს ქვეყნიდან გასვლაში არ შეუშლიდა ხელს, ეს მოლოდინი საზოგადოებაში, სავარაუდოდ, ისედაც არსებობდა. მაგრამ, ლილუაშვილის მცდელობის მიუხედავად, ჩვენ მაინც არ უნდა დავუშვათ, რომ მან გააუბრალოს ეს საქმე, თითქოს რა დროს ფარცხალაძეა. უნდა გვახსოვდეს, კონკრეტულად, რომ რუსეთის ჯაშუში, რუსულმა ხელისუფლებამ გააპარა ქვეყნიდან. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. 

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე. გუშინ, 19 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში ვიზიტისას ჟურნალისტებთან თქვა, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებულმა საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ საქართველოს ტერიტორია დატოვა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია. 

კომენტარები