კომპიუტერული თამაშები

WORLD OF TANKS-ის შემქმნელები უკრაინას სასწრაფოს მანქანების შესაძენად ფულს გადაურიცხავენ

World of Tanks
Xbox Wire

ცნობილი ონლაინ კომპიუტერული თამაშის, World of Tanks-ის შემქმნელი კომპანია Wargaming უკრაინას დაეხმარება

Wargaming სათამაშო ნაკრებების გაყიდვიდან შემოსული თანხით უკრაინისთვის სასწრაფო დახმარების მანქანებს შეძენას გეგმავს.

"ჩვენ კომპანიაში გვიყვარს საომარი თამაშები, მაგრამ გვძულს ნამდვილი ომი. ეს თემა ჩვენთვის განსაკუთრებულად მგრძნობიარეა, ვინაიდან კიევში დღემდე მუშაობს სტუდია, რომელიც ომის საშინელებების მიუხედავად World of Tanks-ზე და სხვა თამაშებზე მუშაობას აგრძელებს". – წერია დეველოპერული კომპანიის განცხადებაში.

18 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით Wargaming-ის 6 თამაშში მომხმარებლებს უკრაინელი დეველოპერების მიერ შექმნილი კომპლექტების შეძენა შეუძლიათ, გაყიდვებიდან შემოსული თანხა კი საქველმოქმედო კომპანიას გადაერიცხება.

Wargaming-ის განმარტებით უკრაინას ომის დაწყებიდან დღიდან რეგულარულად ეხმარებიან. მაგალითისთვის 2022 წლის მარტში კომპანიამ სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად უკრაინაში ერთი მილიონი დოლარი გადარიცხა.

2022 წლის აპრილში Wargaming-მა რუსული და ბელარუსული ბაზარი დატოვა. 

Wargaming ბელარუსმა თამაშების შემქმნელმა, ვიქტორ კისლიმ 1998 წელს დაარსა. კომპანიის ყველაზე ცნობილი თამაშების World of Tanks, Word of Warplanes, World of Warships. 2016 წლიდან Wargaming-ის შტაბბინა კვიპროსზე მდებარეობს.

კომენტარები