საქართველოს პარლამენტი

კობახიძე: როგორ შეიძლება, ქალი დეპუტატი იქცეოდეს ისე, როგორც ესენი იქცევიან

გენდერზე როცაა საუბარი, ქალი დეპუტატი რომ გამოდის და კაც დეპუტატებს პატარა კაცებს რომ ეძახის, ეს არ არის გენდერულად მოტივირებული უზრდელობა? ბოდიში გახსოვთ თქვენ თეონა აქუბარდიასგან რომელიმე კაცი დეპუტატის მიმართ? სად არის აქ ზრდილობა, სად არის აქ ეთიკა...

რაც შეეხება ჩვენს სტანდარტებს, ჩვენ გვაქვს ერთმაგი სტანდარტები - სადაც არის გადახვევა, არასწორი განცხადება, იქ არ გვიჭირს ხოლმე ჩვენ და არც ირაკლი ბერაიას არ გაუჭირდა საკუთარი სინანულის გამოხატვა, მაგრამ თქვენ ვერ გაიხსენებთ ვერცერთ ბოდიშს ამ ოპოზიციონერი დეპუტატებისგან, იმის გამო, რომ ისინი არღვევდნენ ელემენტარულ ზრდილობის და ეთიკის ნორმებს. ჩვენ გვაქვს ერთი სტანდარტი - ზრდილობის ნორმები უნდა იყოს დაცული, სადაც ვინმეს გვექნება გადახვევა, იქ შესაბამისი რეაგირება გვექნება, მაგრამ არცერთი რეაგირება არ გვახსოვს ჩვენ არც აქუბარდიას მხრიდან, არც სამნიძის...

...  არცერთ ოპოზიციონერს არასდროს ბოდიში არ მოუხდია არცერთი უზრდელობის და უწმაწურობისთვის, როგორც შეიძლება ქალი დეპუტატი იქცეოდეს ისე, როგორც ესენი იქცევიან, ისინი ახდენენ მათ შორის გენდერული კვოტების დისკრედიტაციას, რაც ჩვენ შემოვიღეთ... როცა ვუყურებთ ამ დეპუტატებს, პირდაპირ აშკარად ხდება ამ კვოტების დისკრედიტაცია. ეს საშინელებაა, ეს არის უბედურება... თუ ვინმე ახდენს ამ პარლამენტში პოლარიზაციას ხელოვნურად, შეგნებულად, ესენი არიან სწორედ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელ განცხადებაზე თეონა აქუბარდიას მიმართ. 

კომენტარები