საქართველოს პარლამენტი

კობახიზე ბერაიაზე: რაც შეეხება თანამდებობის დატოვებას, ეს არასერიოზული მოთხოვნაა

ირაკლი ბერაიამ გააკეთა უკვე თავისი განცხადება. მან სინანული გამოხატა, მისი განცხადების კონკრეტული ნაწილის გამო. შესაბამისად, მისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის გამოხატული. რაც შეეხება თანამდებობის დატოვებას, ეს არასერიოზული მოთხოვნაა.

მე ასევე ერთი რამე მინდა გითხრათ, როდესაც ეს ადამიანები, კონკრეტული დეპუტატი ქალბატონები, მათ შორის, საუბრობენ ზრდილობაზე და ასეთ მაღალ მატერიებზე, მათ ამის არავითარი მორალური უფლება არ აქვთ. თუ ვინმეს ეშლება ზრდილობა ამ პარლამენტში, ესენი არიან სწორედ ეს კონკრეტული ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები. თქვენ გახსოვთ ერთი კვირის წინ, უფრო ადრე, მუდმივ რეჟიმში ისინი მუდმივად გამოირჩევიან ზრდილობის ნორმების დარღვევით, არაეთიკური ქცევით.

თუკი ვინმე ცდილობს პოლარიზაციას პარლამენტის შიგნით, ესენი არიან სწორედ, პირველ რიგში, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები. შესაბამისად, მათ მორალური უფლება არ აქვთ, რომ ვიღაცის გადადგომაზე ისაუბრონ. პირველ რიგში, საკუთარ ზრდილობას, ეთიკას მიხედონ, ეს მინდა მათ ვუთხრა.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელ განცხადებაზე თეონა აქუბარდიას მიმართ.

კომენტარები