საქართველოს პარლამენტი

პაპუაშვილი: პრეზიდენტმა ზუსტადაც სექსისტური ტერმინოლოგიით მოიხსენია კაცი დეპუტატები

ქალბატონ სალომეს რაც შეეხება: მას შემდეგ, რაც მან კონსტიტუცია დაარღვია, ეს დარღვევა არ აღიარა და პირიქით, თავს დაესხა საკონსტიტუციო სასამართლოს და პარლამენტს, მათ შორის, ზუსტადაც სექსისტური ტერმინოლოგიით მოიხსენია პარლამენტის მამაკაცი დეპუტატები, ვფიქრობ, რომ მას არ აქვს ის მორალური ავტორიტეტი, რომ პარლამენტს მიუთითოს რამე.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების სიტყვიერ შეურაცხყოფაზე პრეზიდენტის განცხადების შესახებ.

სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის განხილვის წინა დღეს, 16 ოქტომბერს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის პარლამენტში მივიდოდა. "პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ არ მჭირდება მხარდასაჭერად" - აღნიშნა მან.

კომენტარები