აზერბაიჯანი-სომხეთი

აზერბაიჯანის საგარეო: მზად ვართ სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის

cp.ge

აზერბაიჯანი სომხეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის მზად არის. განცხადებას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"სამშვიდობო მოლაპარაკებებში სტაგნაცია რეგიონში კეთილდღეობასა და სტაბილურობას ხელს უშლის. აზერბაიჯანი მშვიდობის საკითხზე სომხეთთან ორმხრივი მოლაპარაკებებისთვის მზად არის. მიგვაჩნია, რომ ორმა სახელმწიფომ ერთად უნდა იმსჯელოს სამომავლო ურთიერთობებზე". – წერია უწყების განცხადებაში.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ორივე ქვეყანა "პასუხისმგებელია მშვიდობიანი პროცესის გაგრძელებაზე, ასევე ადგილის შერჩევაზე, სადაც მოლაპარაკებები გაიმართება".

უწყების თქმით მოლაპარაკებები გაიწელა, იმიტომ რომ, ერევანმა მშვიდობის საკითხებზე ბაქოს შეთავაზებებს პასუხი მხოლოდ 2.5 თვის შემდეგ გასცა. 

"მოვუწოდებთ სომხურ მხარეს შეწყვიტოს არასაჭირო დაგვიანებები და იმედს ვიქონიებთ, რომ ერევანი ჩვენს მოწოდებას მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ დადებითად უპასუხებს". – წერია განცხადებაში.

კომენტარები