აზერბაიჯანი-სომხეთი

ალიევი: მშვიდობის დამყარებისთვის სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა აუცილებელია

ილჰამ ალიევი
Trend.az

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

"სომხეთის პრეტენზიები აზერბაიჯანის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში დაფუძნებულია აზერბაიჯანის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის არაღიარებაზე, ყარაბაღის აზერბაიჯანისგან განცალკევებაზე. თუ სომხეთი დაასრულებს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანთან და შეიტანს ცვლილებებს კონსტიტუციასა და სხვა დოკუმენტებში, მშვიდობის დამყარება შესაძლებელი იქნება". - თქვა ალიევმა.  

ამავდროულად, ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დეფაქტო მშვიდობა უკვე არსებობს და მშვიდობიანი ვითარება ორი ქვეყნის საზღვარზე უკვე რამდენიმე თვეა დამყარებულია.

"თუმცა, პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანისთვის, აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელმოწერა და სომხეთის მიერ ტერიტორიული პრეტენზიების დასრულება". - თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

მანამდე, სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების აუცილებლობაზე სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმაც ისაუბრა.

კომენტარები